|
2021-08-18 12:07:54, 387 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირის და სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით, რომელმაც თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა
მე მინდა, რომ დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირის და ჩვენი სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების" ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძემ თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა. „მივესალმები ქედას და ქედელებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენი ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. სწორედ თქვენი გვერდში დგომით, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ" 7 გამარჯვებას მიაღწია ბოლო 7 არჩევნებში. ახლა ვემზადებით, რომ მე-8 არჩევნებში ასევე ღირსეულად და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ. მე მინდა, რომ დღევანდელი გამოსვლა დავიწყო ჩვენი ეროვნული გმირის და ჩვენი სიამაყის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის მილოცვით. დიდება ჩვენს გმირებს და დიდება ჩვენს გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, რომელმაც, მართლაც, თავდადების და თავგანწირვის, ვაჟკაცობის, ქართული გაუტეხელი სულის არნახული მაგალითი დაგვიტოვა და მართლაც ღირსეულად ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში, გმირების ისტორიაში. სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა" , - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)