18:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-16 10:13:27, 738 ნახვა

მსოფლიო
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 297 -მდე გაიზარდა, -  ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 5 700-მდე დაშავებული საავადმყოფოებში მკურნალობს.

როგორც, ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, სამედიცინო ცენტრები გადატვირთულია.

ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა ასობით სახლი, ასევე სასტუმროები, საავადმყოფოები და სკოლები. ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს.

მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰაიტიზე ტროპიკული შტორმი „გრეისი“ და მისგან გამოწვეული ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა მოსალოდნელი, რაც სამაშველო სამუშაოებს გაართულებს.

პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics