08:22 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 15:24:34, 677 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  შინდისის გმირების თავდადება და  პატრიოტიზმი სამაგალითო და საამაყოა თითოეული ქართველისთვის.

„13 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 17-მა ქართველმა გმირმა თავი შესწირა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას.  მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადო სამშობლოს თავისუფლებისთვის თავგანწირული  შვილების გაზრდისთვის. მათი თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის და ქვეყანა,   რომელსაც შინდისის გმირები ჰყავს,  აუცილებლად გაერთიანდება“, -  განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics