|
2021-08-11 12:05:31, 562 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში საცხოვრებელი ფართები კიდევ 13 ოჯახს დაუკანონდება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დედაქალაქში მცხოვრებ 13 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამჯერად, საცხოვრებელი ფართები დიდუბის რაიონში 11 ოჯახს, სამგორში - ერთს, გლდანშიც ერთ ოჯახს დაუკანონდება. „წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს მიერ დაწყებულ სოციალურ პროგრამას. ეს არის საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ძალიან მიხარია, რომ 2 000-მდე ოჯახი გავაბედნიერეთ. გასულ კვირას ჩვენ ბინები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს გადავეცით, დღეს კი თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ფართების სიმბოლურ ფასად 13 ოჯახისთვის გადაცემის საკითხი. ყველას ვულოცავ, ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ყველას დავეხმარებით, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს -აუცილებლად მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობები გადაეცემა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)