|
2021-08-11 11:22:28, 543 ნახვა
საზოგადოება
შინდისის ბრძოლაში დაღუპულ ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა
მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების" წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა, რითაც თავგანწირვის და თავდადების უდიდესი მაგალითი გვაჩვენა. მთავრობის მეთაურმა შინდისის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. „მე მინდა ჩემი დღევანდელი ჩემი გამოსვლა დავიწყო და გავიხსენო ჩვენი გმირები. დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა და კერძოდ, 17-მა შინდისელმა გმირმა გმირულად თავი გაწირა ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ეს დღე მართლაც ტრაგიკული დღეა. თუმცა გვახსენებს იმას, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ. გმირების, რომლებმაც დაგვიტოვეს მაგალითი. დაუტოვეს მაგალითი ჩვენს თაობას, ჩვენს შვილებს, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოს. შინდისის გმირებმა საკუთარი გმირობით დაგვიტოვეს მაგალითი იმისა, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს, მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის დაცვას. ამ დღეს სიმბოლურია, რომ თავდაცვის ძალების და მთავრობის შუამდგომლობით, ინიციატივით, ჩვენ მივმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დღეს, ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა. ამით აჩვენა სიმამაცის უმაღლესი მწვერვალი. უდიდესი მაგალითი გვაჩვენა თავგანწირვის და თავდადების. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)