|
2021-08-09 21:14:47, 445 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი- 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა, რისთვისაც მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს
2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა 7 არჩევნებში გაიმარჯვა, რისთვისაც მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. "დღეს ჩვენ აქ, რუსთავში ვიწყებთ ოფიციალურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ 7 არჩევნებში გაიმარჯვა. ამისთვის მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს და ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს. რა თქმა უნდა, რომ არა თქვენი მხარდაჭერა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ყველა რეგიონში, ყველა სფეროს მიმართულებით, ჩვენ გვქონდა არნახული პროგრესი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან სერიოზული, ვინაიდან სწორედ თვითმმართველობის არჩევნები არის უმოკლესი გზა ჩვენს მოსახლეობასთან. ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები კიდევ ბევრია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)