18:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 11:29:21, 1350 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს, ვაქცინა გვიცავს

ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს, ვაქცინაციაზე გადის ეონომიკის ზრდა, ვაქცინა გვიცავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ცდილობს, ყველა სოფელში, ეტაპობრივად მიაწოდოს მოსახლეობა ვაქცინა ადგილზე და აუხსნას მათ, რომ ვაქცინაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა.

„ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური ვითარება, უნდა ვმართოთ სიტუაცია. ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმაურად. ჩვენი მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში, ვაქცინაციაა. 2 მილიონზე მეტი ვაქცინა გვაქვს საქართველოში, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ჩავიტაროთ დროულად აცრები.

ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში გვინდა, ეტაპობრივად ჩავიდეთ და მოსახლეობას ვაქცინა ადგილზე მივუტანოთ. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics