|
2021-07-27 17:49:41, 616 ნახვა
საზოგადოება
"მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა
“მთავარი არხის“ ცნობით ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასაადო სამსახური შევიდა. ცნობილი ხდება, რომ ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. როგორც არხის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან იგი ტელევიზიის შემოსვლის წყაროა. როგორც გავრამიამ განცხადებაში აღნიშნა მას მიუვიდა შეტყობინება რომ საგადასახადო სამახაური შევიდა არხის გაყიდვების სახლიში. „მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს.. და ერთიწლის თავზე აღმოაჩინონ, რომ უი, არანაირი დარღვევა არ არის და პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა. ჩვენ ვიხდით გადასახადებს.“ გვარამიას განმარტებით სხვა მედია საშალებებსაც იგივე ბედი ელოდებათ „ ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე თავის დროზე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში... რომ გამოსაკვლევია ყველა მედიასაშუალება, დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება. „ მისი განმარტებით ეს ინფორმაცია მას აქამდეფ ჰქოდნა და ელოდა კიდეც „რავიცი, რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე.“ განნაცხადა გვარამიამ.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)