|
2021-07-26 12:53:25, 352 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი „სინოფარმის" წარმოების ვაქცინით აიცრა
„ვაქცინაცია არის ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იმისთვის, რომ ტურიზმის, ავიაციის ინდუსტრიებმა და ზოგადად, ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს გაძლიერება და განვითარება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს კლინიკა „მედისონში" „სინოფარმის" წარმოების ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ვაქცინაციის პროცესის შემდეგ აღნიშნა, თავს შესანიშნავად გრძნობს. ის საზოგადოების თითოეულ წევრს მოუწოდებს ვაქცინაციისკენ, რათა დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ისე მათი ახლობლები. „განსაკუთრებით მოვუწოდებ ტურიზმის და ავიაციის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს - იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ ფრონტის წინა ხაზზე და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, პირველ რიგში, თქვენი და თქვენ გვერდში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის სწრაფი ტემპი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება ამ ინდუსტრიების გაძლიერების კუთხით. და ის რომ, დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ვაქცინების საკმარისზე მეტი რაოდენობა, რა თქმა უნდა, იმის წინაპირობაა, რომ ჩვენ მდგრადად განვაგრძობთ ყველა სტრატეგიული ინდუსტრიის და ეკონომიკის გაძლიერებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)