06:11 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 09:36:52, 2638 ნახვა

ომი უკრაინაში
„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო

დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით - „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქსა და 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 120-მდე ბრიგადა.

„ფაიზერის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა.

ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics