17:06 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 12:16:15, 494 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) პროგრამის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი ხორციელდება.

პროექტის მიმდინარე ეტაპზე საქართველოს ნავსადგურებში კორეელი და ქართველი სპეციალისტები ერთობლივად ახორციელებენ ბათიმეტრიულ სამუშაოებს , ასევე ზღვის დონის, წყლის დინებების, სიჩქარის და სხვა მახასიათებლების კვლევას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური წყლის ფუნდამენტური კვლევები საქართველოს საზღვაო სივრცეში ათწლეულების მანძილზე არ ჩატარებულა.

კვლევების პარალელურად ჰიდროგრაფიული სამსახურის სპეციალისტებისათვის კორეელი ინჟინრები სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ.

„აღნიშნული პროექტი საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისათვის“, -  განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორმა რევაზ ბაბილუამ.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics