|
2021-07-21 12:00:08, 465 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა „ევროკავშირი გარემოსათვის“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა „ევროკავშირი გარემოსათვის“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო უწყების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2016-2020) განხორციელების გადასინჯვაზე, პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ნარჩენების ახალი (2021-2026) სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს. „ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული იქნება ცირკულარული ეკონომიკის მოდელით ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმის შემუშავება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას. გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (UNEP) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, ბრუნო პოზიმ, ქართული მხარის იმ ძალისხმევაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც ნარჩენების მართვის ადგილობრივი სისტემა ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს უახლოვდება. „გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი ორგანიზაცია (UNEP) გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, ერთობლივად შემუშავდეს ნარჩენების ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2026 წწ.) “, - აღნიშნა ბრუნო პოზიმ. პროექტი „ევროკავშირი გარემოსათვის” (EU4Environment) რეგიონულ ინიციატივას წარმოადგენს. საქართველოში პროექტი ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ, აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია (REC Caucasus). - ნათქვამია ინფორმაციაში.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)