|
2021-07-20 21:29:10, 1122 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - იმის შეგრძნება, რომ 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქი სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნებაა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქისთვის წამოწყებული რეფორმები მომავლის თბილისზეა გათვლილი და მათი მიზანი ქალაქში არსებული 30-წლიანი ქაოსის დასრულებაა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობის ამოცანა პირველივე დღიდან, თბილისში ახალი სიცოცხლის შემოტანა და ქალაქის განვითარებაა. „ქალაქის სათავეში დიდი ამბიციით მოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, თბილისში ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები - მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული, მომავლის თბილისზე გათვლილი. იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქში, გარკვეულ სისტემაში სხვადასხვა სექტორი მოაქციო, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის. როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად, ყოველდღიური საქმის კეთება გიწევს, რომელიც ხედავ, როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი - ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ასე შეიქმნა „სიცოცხლით სავსე ქალაქის" კონცეფციაც, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)