|
2021-07-20 15:44:28, 690 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩის გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე არსებული 300-მეტრიანი გზაგამყოფი რეაბილიტირდა და გამწვანება მოეწყო. დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში, 775 ძირი ხე-მცენარე დაირგო, მოეწყო გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ასევე, გზაგამყოფის გარშემო დამონტაჟდა ბორდიურები და მოპირკეთდა ბილიკები. გამწვანებული სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა. „ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე საფარის შენარჩუნება და განვითარება, რაც, თავისთავად, მეტი და მეტი გამწვანებული სივრცის შექმნას გულისხმობს. ურიდიას ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი ყველა გამვლელს ახსოვს, როგორ ცუდ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ავტოსადგომად იყენებდნენ. ახლა ეს სივრცე გამწვანებული და განათებულია. კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა, მოსწონთ მათ ქუჩაზე ასეთი ლამაზი მწვანე სივრცე რომ შეიქმნა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 180 000 ლარი დახარჯა.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)