|
2021-07-20 11:17:16, 733 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში აუდიო-მუსიკალური საღამო „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო. ღონისძიების შინაარსი აგებული იყო თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტზე, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და ფილმის მუსიკას შეიცავდა. მუსიკა შეასრულეს გიორგი ცაგარელმა, ნიკოლოზ რაჭველმა, ნატო მეტონიძემ, Zagareli & Strings-მა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა. საღამოს საუნდ დიზაინერი იყო ნიკა მაჩაიძე. საღამოს მოდერატორი იყო ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. სტუმრებმა ასევე მოისმინეს ვაჟა-ფშაველას შესახებ სხვადასხვა უცნობი ისტორიები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)