|
2021-07-17 18:49:10, 679 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებით აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებით აქციის მონაწილეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილია სცენა, აქციაზე უკვე იკრიბებიან მედიასაშუალებების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციებს პერმანენტული სახე ექნება, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაემალა“. „პრემიერ-მინისტრმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას ეშინია კრიტიკული შეკითხვების და ჩვენი არხების გარეშე ატარებენ ღონისძიებებს. ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მინდა ვუსურვო მათ, რომ დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. ის საერთაშორისო რეაქციები, რაც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამის საპასუხოდ, ლამის აშშ-ს ელჩს და სახელმწიფო მდივანს აბრალებენ, რომ „ნაციონალია“. გვიპასუხებენ თუ არა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, ლექსოს სურათი მათ ყოველთვის ექნებათ წინ. ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებელი პირების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გუშინ შოუ მოგვიწყვეს, მოძალადეთა ლიდერების სახლებში ჩხრეკები და დაკითხვაზე გადაიყვანეს, რა არის გამოსაძიებელი? ვის ატყუებენ, ეს მოძალადე ჯგუფები რეალურად არის „ქართული ოცნების“ იატაკქვეშა დაჯგუფება“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)