18:17 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 17:56:41, 941 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებით  გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პორტალის - BOOKING.COM-ის  მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებს შეეხება და განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM)  დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ,  მხოლოდ  იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს.

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: თუ  არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, უცხოელი დასაბეგრი პირი (აღნიშნულ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ის თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც მომხმარებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

 აქვე გაცნობებთ , რომ  საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში,  რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოვება.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია  დღგ-ის  საანგარიშო პერიოდის განსაზრვრისა  და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის  ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია და გამართულად ფუნქციონირებს პორტალი -  https://nr.rs.ge/ რომლის მეშვეობითაც აღნიშნული დასაბეგრი პირები მარტივად გაივლიან რეგისტრაციას და განახორციელებენ ანგარიშგებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics