|
2021-07-16 16:23:21, 559 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა
„საქართველოს ბანკთან“ ერთად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის პრო ბონო ვებინარი: სოციალური მედიის მართვა ჩატარდა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომელმა სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ვებინარი პრო ბონოდ ჩაატარეს. ვებინარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა, კამპანიების შედეგების ანალიზი, კონტენტის ფორმატები და ა.შ. პრო ბონო ვებინარის ბენეფიციარი ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - EDEC, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სოციალური საწარმოების ალიანსი, ასოციაცია "ანიკა", სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი. ვებინარი პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“-ს ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით. ინფორმაციისთვის, "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით. საქართველოს ბანკი 2016 წლიდან არის საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი და აქტიურად ერთვება პრო ბონო მარათონებსა და ვებინარებში.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)