|
2021-07-15 12:05:29, 698 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული “მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბერძენმა კოლეგამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნიკოლას პანაგიოტოპოულისმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო ისტორიული, საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირები ხაზგასმით აღნიშნეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საბერძნეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. „შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ პროცესში ნატოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობისა და ღონისძიებების მიმართულებებს განსაზღვრავს, ხელი მინისტრებმა მოაწერეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ ათენში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)