|
2021-07-15 10:53:55, 954 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ქსელური Coffee Shop „კოფისტა“ რეგიონებში გაფართოებას ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან იწყებს
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ქართული ქსელური Coffee Shop კოფისტა გაიხსნა. ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ, აღმასრულებელმა მენეჯერმა ანი ჩიქოვანმა და კოფისტას დამფუძნებელმა მიხეილ ფარულავამ მიიღეს. კოფისტა თბილისში 2015 წლიდან მოქმედებს და 9 ობიექტს ფლობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში კომპანიისთვის პირველი რეგიონალური ქსელია. ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების მატებასთან ერთად გვემატება სერვისებიც. მოხარულები ვართ, რომ ქართულმა ქსელურმა კომპანია ,,კოფისტამ“ რეგიონებში გაფართოება სწორეთ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში დაიწყო. რეისების ზრდა ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში იმერეთის რეგიონში. რაც გვეხმარება ტურიზმის მდგრად განვითარებასა და აღდგენაში. ქუთაისის აეროპორტში კი სერვისების დამატება ორიენტირებული მგზავრებისთვის კომფორტის შექმნაზე, დამატებითი პროდუქციისა და სერვისების შეთავაზებაზე,-‘განაცხადა ანი ჩიქოვანმა. საქართველოს ბაზარზე ყავის საცალო ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს. კოფისტა ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს შერეული ფორმატის მომსახურებას სთავაზობს. ტერმინალში მოგზაურობისთვის საჭირო 300 ზე მეტი დასახელების პროდუქტი და ნივთი იყიდება.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)