|
2021-07-14 16:52:29, 783 ნახვა
რეგიონი
19-ივლისიდან 15-სექტემბრამდე, აჭარაში, „მობილური კლინიკა სახლთან ახლოს“ ერთდროულ სკრინინგს განახორციელებს
19-ივლისიდან 15-სექტემბრამდე, აჭარაში, „მობილური კლინიკა სახლთან ახლოს“ ერთდროულ სკრინინგს განახორციელებს, - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „19 ივლისიდან - 15 სექტემბრამდე, აჭარაში, მობილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია რენტგენოგრაფიის ციფრული აპარატით, Xpert სისტემითა და ყველა სხვა ლაბორატორიული ინსტრუმენტით, "ერთი კარის" პრინციპით, სახლთან ახლოს განახორციელებს ტუბერკულოზის, COVID-19-ის, C ჰეპატიტის, აივ/შიდსის, დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის ერთდროულ სკრინინგს. დაავადებათა სკრინინგი „აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა, COVID-19-ის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სკრინინგი ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტბში მცხოვრებ 800-მდე ადამიანს ჩაუტარდება. წინასწარ შერჩეულ ცხელ წერტილებში კვლევა უახლესი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდებით განხორციელდება. დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნელი სოლომონია უძღვებოდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარისა და ზემო სვანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ეგიდით. აქტიური სკრინინგი დროული დიაგნოსტიკისა და წარმატებული მკურნალობის გარანტია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)