07:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 14:48:57, 720 ნახვა

რეგიონი
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ქუთაისში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ

მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს  დღეს  ხელი იუსტიციის მინისტრმა და ქალაქ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის  მიზანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბენეფიციარების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.

მემორანდუმის ფარგლებში მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. ღონისძიების შემდეგ რატი ბრეგაძე პრობაციის ოფიცრებს და პრობაციონერებს  გაესაუბრა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად,  მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics