|
2021-07-13 23:21:23, 850 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ქუთაისში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ
მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ხვალ მოაწერენ. მემორანდუმის მიზანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" ბენეფიციარების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. მემორანდუმის ფარგლებში მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში ასეთივე მემორანდუმი გაფორმდება ოზურგეთის და ბათუმის მერიებთან. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს. ასევე, ხვალ რატი ბრეგაძე ქუთაისში რეფერირების ცენტრს გახსნის და წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობას დაათვალიერებს.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)