20:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 19:56:26, 1509 ნახვა

კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანი : ღარიბაშვილის ტროლ-ბოტები, სუს-ი დაკავებულები არიან ლექსოს გაშავებით - არ დაუჯეროთ მათ

„ღარიბაშვილის ტროლ-ბოტები, სუსი დაკავებულები არიან ლექსოს გაშავებით - არ დაუჯეროთ მათ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველი ცხვარი გონია, რომელიც რასაც ეტყვი დაიჯერებს.

„დღეს, გუშინ საღამოსაც, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ მომხდარ ამბავს ინბოქს-ში ეგზავნებათ საშინელი მესიჯები.

ღარიბაშვილის მთელი ტროლ-ბოტები დაკავებულები არიან, რომ ეს ბიჭი გააშავონ. არ არსებულ ამბებს ყვებიან, იგონებენ და იცით რატომ, იმიტომ რომ ასეთი ბევრჯერ მოიგონეს და ყოველთვის გაუვიდათ, რადგან ეს გაუვიდათ.

მივმართავ ყველას, არ დაუჯეროთ ტროლებს, ეს მათი ხელწერაა, რომ თქვენ დაგიკარგონ მათი დაცვის სურვილი. ირაკლი ღარიბაშვილი უტიფარი და მოძალადე, დღეს ისე შეეშინდა, რომ კამერებიც არ შეუშვა სხდომაზე და თქვა, რომ აქ, რუსთაველზე პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ.

საკუთარ ამომრჩეველზე ფიქრობს, რომ ისეთი ცხვრები არიან, რაც თავისი ყურით არ მოუსმენიათ, იმასაც დაიჯერებენ.

იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში არ მიმატოვებთ და ბოლომდე მივიყვანთ ერთადერთ საკითხს - ირაკლი ღარიბაშვილი ამ მთავრობას უნდა მოშორდეს“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics