|
2021-07-12 11:30:26, 1069 ნახვა
საზოგადოება
ძალიან წუხს მისი უწმინდესობა - არქიმანდრიტმა იოანემ ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა
„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახში, პატრიარქის სახელით, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მივიდა. როგორც სასულიერო პირი ჟურნალისტებთან აღნიშნავს, მომხდარზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება. „შეპირებული ყოფილა ერთ-ერთი ადამიანი, რომ უწმინდესთან შეეხვედრებინა. ვერ მოხდა ეს შეხვედრა, სამწუხაროდ და სამწუხაროდ, გარდაიცვალა ეს ადამიანი. უსამძიმრებს უწმინდესი და ყველა სამღვდელოება მისი ოჯახის წევრებს. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადმოვეცი და სამძიმარი ვუთხარი. ძალიან წუხს მისი უწმინდესობა და გამომგზავნეს, რომ პანაშვიდი გადამეხადა. დანარჩენზე, პოლიტიკოსები რას ამბობენ, მე ხომ არ დავიწყებ ამის ლაპარაკს. პასუხისმგებლობა ალბათ, არის მთელი საზოგადოების, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)