22:31 - 01 Aug, 2026
|
2021-07-09 16:52:56, 640 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები 21 მისამართზე განხორციელდა
საბურთალოს რაიონში, ექვსი თვის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა 40 136 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყო. შესაბამისი სამუშაოები ქუჩებზე, ჩიხებსა და ეზოებში განხორციელდა. სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, 11 320 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აგრეთვე, მოწესრიგდა დგებუაძის, ჭიათურის, აბულაძის, ხელაძის, ყურაშვილის მეორე ჩიხი, სამაჩაბლოს და ტაშკენტის ქუჩის ნაწილი, ისაკაძის კვეთიდან დავითაშვილის ქუჩამდე. ეზოები კეთილმოეწყო შემდეგ მისამართებზე: კარტოზიას ქუჩა N1, N3, N5 და N7, პეტრე იბერის ქუჩა N4, კოსტავას ქუჩა 75, იოსებიძის ქუჩა N60, დავით აღმაშენებლის ქუჩა N64 და სხვა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 2 388 774 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)