16:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 10:50:24, 2005 ნახვა

მსოფლიო
„ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს

კომპანია „ფაიზერი“ გეგმავს, რომ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მოთხოვნით მიმართოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განაპირობებს ის, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება. ამასთან, სულ უფრო მეტად გადამდები ხდება ე.წ. დელტა შტამი.

როგორც კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, მესამე დოზის მიღების შემდეგ ანტისხეულების 5-10-ჯერ უფრო მაღალი დონე წარმოიქმნება, ვიდრე მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ.

„ფაიზერის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics