|
2021-07-08 16:38:00, 1043 ნახვა
რეგიონი
ყოფილი სომხური სკოლის ძველი გერმანული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ძველ გერმანულ შენობას, რომელშიც წლების წინ სომხური სკოლა იყო განთავსებული, ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე გერმანული მხარის დაფინანსებით, შენობა გადიხურა, საძირკველის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, ფასადი რეაბილიტირდა და შენობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა მოხდა. დასკვნით ეტაპზე კი ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, შენობის შიდა ინტერიერი მოეწყო, ცენტრალური გათბობისა და ვინტილაციის სისტემები დამონტაჟდა, ასევე მოწესრიგდა ეზო და სარდაფი. რეაბილიტირებული ძველი გერმანული შენობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარემ ოლივერ რაისნერმა, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დაათვალიერეს. ყოფილი სომხური სკოლის შენობაში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 356 000 ლარი გამოყო. „თითოეული ბოლნისელი ამაყობს ჩვენი ქალაქის გერმანული წარსულით, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ქალაქში არსებული გერმანული ძეგლები შეინარჩუნოს. მოხარული ვარ, რომ ყოფილი სომხური სკოლის ისტორიულმა შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ქართული და გერმანული მხარის ერთობლივი ძალისხმებით, შენობა რეაბილიტირდა და მალე აქ ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი გაიხსნება. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო გერმანიის ელჩს საქართველოში ბატონ ჰუბერტ ქნირშს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ მასთან ერთად მოვინახულეთ უკვე გარემონტებული ძველი გერმანული შენობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი გერმანულ მხარესთან აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ბოლნისისთვის კლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)