23:49 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 10:22:49, 691 ნახვა

საზოგადოება
კახა კუჭავამ პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის წინ აღმართა

პარლამეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსენეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს საკუთარი ხელით დაკიდა.

როგორც კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის დროშის დაშვება მიუღებელია.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, - წერს კუჭავა.

ცნობისთვის, ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics