01:41 - 02 Aug, 2026
|
2021-07-02 23:51:28, 824 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ ზუგდიდის ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა. პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები, ბორდიურები. ასევე, მიმდებარედ, ევდოშვილის ქუჩის N12-სა და N18-ში შეიცვალა დაზიანებული ასფალტის საფარი. ასფალტის ორფენიანი საფარი ჯამში, 2 185 კვ.მ ფართობზე დაიგო. აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ 100 704 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა. ამ ეტაპზე, დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტა წერეთლის გამზირის N77 ვ-ში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის პირველ კორპუსთან და მესამე კვარტლის 28-ე კორპუსის მიმდებარედ აწესრიგებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)