03:03 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 11:40:27, 1066 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურისტული ბიზნესის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე ვითარებაზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის მხარდამჭერ ღონისძიებებზე. სვანეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია მესტიასთან რეგულარული რეისების გაზრდის შესაძლებლობამ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა კერძო სექტორთან. ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც გლობალურად ტურიზმის სექტორი დგას, ასევე იმ შესაძლებლობებზე და აღდგენის სწრაფ ტემპზე, რომელსაც ვხედავთ ავიაციისა და ტურიზმის სექტორში. ასევე ვიმსჯელეთ ნატახტარსა და მესტიას შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაზე",-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული და მთის კურორტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ჭირაქაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics