02:24 - 02 Aug, 2026
|
2021-07-02 10:22:25, 563 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. „ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და მშვიდ ვითარებაში წარიმართა, რაც შეეხება ინფიცირებულების სტატისტიკას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდა", - განაცხადა სოფიო გორგოძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პირველ ეროვნულ გამოცდაზე კორონავირუსი 20-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში არაუადრეს 2 კვირისა ჩაუტარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)