|
2021-07-01 16:09:38, 404 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებას და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს
ვენახების კადასტრის პროგრამა მიმდინარე წელს დასრულდება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მომდევნო წლებში კი, საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს. ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას, წარმოებული ღვინის და სხვა ყურძნისეული პროდუქტის მიკვლევადობასა და ხარისხის უზრუნველყოფას. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლიდან, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. დღეის მონაცემებით, რეგისტრაცია კახეთის რეგიონში 20.000-მდე მევენახე ფერმერმა გაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)