02:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 13:59:41, 2159 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ცირკულაცია იზრდება და 10%-დან 20%-მდე მერყეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინდური „დელტა“ შტამის ცირკულაცია იზრდება და 10%-დან 20%-მდე მერყეობს.

როგორც მან აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი „ინდურმა შტამმა“ ჩაანაცვლოს.

„რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენთან, ლუგარში დღეს დადასტურებულია 20 შემთხვევა დელტა შტამის ქვეყანაში. ყველა მათგანი არის იმპორტირებული შემთხვევა. ჩვენ ვანგარიშობთ დაახლოებით, რომ დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და 10%-დან 20%-მდე მერყეობს მისი ცირკულაცია.

მოგეხსენებათ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიდის განმავლობაში, თანდათან ეს მოხდეს საქართველოშიც. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავსირებით დასაცავია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics