08:10 - 02 Aug, 2026
|
2021-06-22 11:35:19, 660 ნახვა
საზოგადოება
რესტორნები, კაფე-ბარები და კლუბები 24:00 საათამდე იმუშავებენ
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მიუხედავად რესტორნები 24:00 საათამდე იმუშავებენ. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე. „გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე, 00:00 საათიდან რესტორნები არ იმუშავებს, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროების რესტორნებსაც“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)