09:10 - 02 Aug, 2026
|
2021-06-21 11:44:59, 644 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა
ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტის მეგობრები ავრცელებენ. კობა ალხაზაშვილს სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე ნახევარი წლის წინ დაუდგინდა. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ ის სამკურნალოდ თურქეთში, სტამბოლში უკვე მეორედ გაემგზავრა, თუმცა ექიმებმა ჟურნალისტის გადარჩენა ვერ შეძლეს. „ექსპრესნიუსი“ უსამძიმრებს ჟურნალისტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)