04:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 23:10:45, 1503 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობები, არ არის შესრულებული

„შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობები, არ არის შესრულებული“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „ენკა“ უარს აცხადებს აქციის მონაწილეებსი ხეობაში შეშვებაზე.

„გარდა იმისა, რომ ბარიკადებია აღებული, არც ერთი სხვა მოთხოვნა არ შესრულებულა. ვისაუბრეთ ზოგადად და მხარეების მხრიდან სხვადასხვა არგუმენტები იყო დაყენებული შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ის, რაც შაბათის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების პირობებია, არ არის შესრულებული.

რაც შეეხება ჩვენს შესვლას ხეობაში, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა პოზიცია, რომ თურმე კომპანია უარს აცხადებს იქ ჩვენს შესვლაზე, ანუ ამბობს, რომ მისი კერძო საკუთრებაა.

ამასთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია ცნობილია, როგორ არის ეს მიწა კომპანიის საკუთრება.

ამიტომ ჩვენ მეათეხარისხოვან ადგილებზე ვერ შევალთ და დავრჩებით იმ ადგილზე, სადაც ახლა ვდგავართ. აქ მნიშვნელობა ჰქონდა უშუალოდ იმ ადგილზე დაბრუნებას“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics