11:20 - 02 Aug, 2026
|
2021-06-17 10:50:46, 868 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება
უახლოეს მომავალში გვექნება ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც მასობრივი ვაქცინაციის დაწყება იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა. „აღსანიშნავია, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადების დამატება მოხდა და ეს გაგრძელდება. უკვე ჩვენ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც „მოდერნაზე“, ასევე „ჯონსონ ჯონსონსა“ და „ნოვოვაქსზე“. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)