|
2021-06-16 14:47:42, 533 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველმა მატარებელმა, ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე 80 მგზავრი შემოიყვანა. „სამგზავრო მატარებელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა დახვდა და საბაჟო ფორმალობების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე დაესწრო. ვიზიტორთა დროული და კომფორტული მგზავრობის მიზნით, მატარებლის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის, მებაჟე ოფიცრების მიერ, მგზავრებისა და მათი ბარგის მიმართ, როგორც საქონლის შემოტანასთან/გატანასთან, ასევე დეკლარირებასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლის პროცედურები მოძრაობის დაყოვნების გარეშე - ს.გ.პ. "სადახლო სარკინიგზოდან“ თბილისის რკინიგზის სადგურამდე განხორციელდება. საბაჟო ზედამხედველობებისა და კონტროლის პროცედურების შეუფერხებელი განხორციელება მგზავრთა დროის მაქსიმალურად დაზოგვასა და მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებას ემსახურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)