04:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 14:08:43, 735 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს

თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობას, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისებას.

პროგრამის დეტალებზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა დააფინანსებს 2021 წელს დაფუძნებულ,  ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომელთა იურიდიული მისამართი და ფუნქციონირების ადგილი არის თბილისი. 

„აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა და შშმ პირთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის მიმდინარეობამდე და მიმდინარეობის დროს არის თბილისი.

ამ გუნდებიდან პირველ ადგილზე გასული მიიღებს 10 000 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი - 8000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 5000 ლარს“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics