06:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 22:58:24, 952 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე 20 ივნისზე - გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა რბილი საშუალებები

„გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა რბილი საშუალებები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაშლის ოპერაციას გიორგი გახარია თავად ხელმძღვანელობდა.

 „რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები.

დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა.

ვგულისხმობ მარტივ რაღაცას - ვინც ერკვევა, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი გიორგი გახარია. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად.

ეს იყო პირველი ნიშანი. მეორე - რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics