12:14 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 10:23:55, 1162 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ მშენებლობის საკითხზე პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და „რიონის მცველების” წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა არ არის უშუალოდ მედიაციის პროცესი და შეეხება მხარეების მიერ საკუთარი პოზიციების გაცნობას.

„დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანდასახულობა, რომ მხარეებმა დავაყენოთ ჩვენი პოზიციები და ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რამდენად შესაძლებელია ზოგადად ამ მედიაციის პროცესის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის უშუალოდ მედიაცია და რაღაც საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება უბრალოდ იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები მხარეებმა ვთქვათ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics