|
2021-06-10 16:59:00, 1126 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზს აგრძელებს
თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფთან ერთად, რომელსაც დოქტორი ლუდვიგ შტრეფი ხელმძღვანელობს, მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის მეორე ეტაპს ახორციელებს. კვლევა მიზნად ისახავს, დადგინდეს თბილისში წარმოქმნილი მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობა, რათა განისაზღვროს მყარი მუნიციპალური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადების ზუსტი რაოდენობა, დაისახოს ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების რეალისტური მიზნები, განისაზღვროს მათი განხორციელების გზები, ასევე, ინფრასტრუქტურული და ფინანსური საჭიროებები. მყარი მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის ანალიზის ჩასატარებლად, შეირჩა 4 ძირითადი ზონა, საიდანაც შეგროვდა წარმოქმნილი ნარჩენები: მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიები, საკუთარი ეზოების და ბაღების გარეშე; ტერიტორიები, სადაც განთავსებულია კერძო სახლები ბაღებით ან ეზოებით; მხოლოდ კომერციული ზონები; შერეული ზონები (კომერციული და საცხოვრებელი ტერიტორიები). ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, 20-თვიანი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაც 2020 წლის 16 იანვარს დაიწყო. მისი მიზანია თბილისისათვის მყარი მუნიციპალური ნარჩენების პრევენციისა და გადამუშავების 10-წლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, გეგმის შესრულების საწყისი ეტაპის ხელშეწყობა. აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს თბილისის მერია, შპს „თბილსერვის ჯგუფის“, გერმანულ-ბერძნული კონსორციუმის - ICP-ENVIROPLAN და ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანიის ICP-Ingenieurgesellschaft Prof. Czurda & Partner mbH მონაწილეობით.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)