12:46 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 02:04:07, 1454 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონს სახეში გაარტყეს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უცნობმა პირმა სახეში სილა გააწნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის რეგიონში მოხდა, როდესაც პრეზიდენტი პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალიზების შესახებ სტუდენტებსა და რესტორატორებს ხვდებოდა.

კადრებში ჩანს, რომ მაკრონი მოქალაქეებთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, რა დროსაც უცნობმა კაცმა მას სილა გააწნა. BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს.

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ისმოდა შეძახილი — "ძირს მაკრონიზმი". როგორც ვიდეოში ჩანს, ინციდენტის მიუხედავად, მაკრონი რკინის ბარიკადთან დაბრუნდა და იქ შეკრებილ საზოგადოებასთან ინტერაქცია გააგრძელა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics