|
2021-06-08 10:27:46, 692 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ადგილზე მომსახურების სერვისი განაახლა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 8 ივნისიდან ადგილზე მომსახურების სერვისი განაახლა. პირებს, რომელთაც სურთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებით ადგილიდან გაუსვლელად სარგებლობა, მაგალითად: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობა, კვალიფიციური ხელმოწერისთვის საჭირო PIN/PUK კოდების აღდგენა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემა და სხვ. შეუძლიათ, ადგილზე მომსახურების ელექტრონული განაცხადი შეავსონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - sda.gov.ge. შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, სააგენტოს თანამშრომლები სერვისის პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით. 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია, ადგილიდან გაუსვლელად პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის პირველად მისაღებად განსხვავებული წესი მოქმედებს - ამ კატეგორიის პირებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოა. ადგილზე სერვისის მისაღებად, დაინტერესებული პირი უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე - 2 40 10 10 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც სააგენტოს თანამშრომლები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისი წესების დაცვით, განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად მოქალაქეს 10 დღის ვადაში, მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)