12:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 17:58:26, 905 ნახვა

სამართალი
მეგი ბაქრაძის ოჯახი ექიმებისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახი ექიმებისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვენ.

როგორც ოჯახის ადვოკატმა, ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედდის გარდაცვალებიდან უკვე ათი კვირაა გასული, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა საქმეში ამ დრომდე არ დევს.

„10 კვირაა გასული მეგის გარდაცვალებიდან და ჯერჯერობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო არ გვაქვს. ამასობაში ისევ და ისევ მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი ახალციხის კლინიკა „იმედში“, რაც სრულიად გაუგონარია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვისი ბრალეულობით მოხდა, რა იყო რეალური მიზეზი, გარდაცვალების. შევათანხმეთ რამოდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მოწმეების ხელახალი დაკითხვა გარკვეული ფაქტების იდენტიფიცირების დასაზუსტებლად. აუცილებელია ბრალი დამძიმდეს სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბების მიმართულებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძე და გიორგი აფციაური ინფორმირებული იყვნენ მეგის მდგომარეობის შესახებ. მათ იცოდნენ, რომ მეგი ცუდად იყო და მიატოვეს, რაც ქმნის ბრალის დამძიმების საფუძველს სამსახურებრივი გულგრილობის მიმართულებით“, - განაცხადა ვახო ბარამაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics