|
2021-06-05 12:35:50, 508 ნახვა
საზოგადოება
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2021 წელს, გარემოს დაცვის დღის გზავნილია „ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების აღდგენა”. გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ქ. თბილისის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის VIII-X კლასის მოსწავლეებს შეხვდა. თამარ ალადაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობაზე და ეკოსისტემის სერვისებზე ისაუბრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის და განვითარების გზით მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას. კრწანისის ტყე-პარკი არის სამინისტროს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანია ორ მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ცენტრს შორის მოეწყოს სარეკრეაცო სივრცე თავისი საგანმანათლებლო კომპონენტით. ეს იქნება საზოგადოების ბუნებაში დასვენებისა და გარემოსდაცვითი განათლების მისაღებად საჯარო სივრცე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატყეო სექტორის რეფორმა და ტყის მდგრადი მართვა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ვმართოთ მდგრადად ტყე, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 40%-ია. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით კი აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის პროცესი, რომელიც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების სასკოლო სივრცეში დანერგვას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი სტანდარტები, რაც ხელს შეუწყობს მაქსიმალურად შევამციროთ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურება და ეს დადებითად აისახება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარჩენების პრევენცია, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოსდაცვით გამოწვევებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და მათ აქტიურ ჩართულობას. 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და 1974 წლიდან გარემოს დაცვის დღე მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)