|
2021-06-04 15:43:48, 677 ნახვა
საზოგადოება
„ისთერნ პრომოუშენსი“ და „თიბისი კონცეპტი“ წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს
6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად. მომდევნო საფესტივალოს დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება. კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია - არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ. ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება. თბილისის 24-ე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვით. გარდა ამისა, ფესტივალზე დასწრების მსურველებმა, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესვლამდე უნდა წარმოადგინონ ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორი დოზა), ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის (PCR ან სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი. ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია; ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)