17:04 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 16:18:39, 429 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ფოსტასა“ და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე მოზარდების 50-მდე რჩეული წერილი შესანახად ეროვნულ არქივს გადაეცემა. ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.

„საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია).

სტუმრებს სიტყვით მიმართეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტომა ლევან ჩიკვაიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვალერი ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა“, - აღნიშნულია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics