12:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 12:05:50, 725 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - საკითხის ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“, პრემიერის არაადეკვატური შეფასებაა

საკითხის ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“, პრემიერის არაადეკვატური შეფასებაა, - ასე ეხმაურება „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარბიაშვილის განცხადებას.

ვარლამ გოლეთიანი მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ შეუერთდნენ პროტესტს.

„საკითხის ასე განხილვა და ამ მიმართულებით წაყვანა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“, ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება ან 90-იანებში დაბრუნება ეს ვფიქრობ, რომ უბრალოდ არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია.

რა გეგმაც გვქონდა გავყვებით ამ გეგმას, გამოვაცხადებთ, უბრალოდ გვინდა მოვუწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ შემოგვიერთდნენ, რათა უფრო მეტი ვიყოთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics